ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალური ქსელში გავრცელებული მორიგი ვიდეომიმართვით მოქალაქეებს ასწავლის, როგორ შეაჩერონ ქრონიკული ხველა სამ წამში.
ექიმის თქმით, ხველას აჩერებს ერთი ჭიწა წყალი, რომლის მიღების შემდეგაც სიმტომი 3 წამში მოიხსნება.
“მზად ხართ ნახოთ ის მედიკამენტი, რომელსაც შეუძლია ხველა გააჩეროს სამ წამში? წყალი… შენ თუ ადგები და აი ამ წყალს თავიდან ბოლომდე სწრაფად დალევ, სწარაფად ნაკლებად, უბრალოდ ბოლომდე თუ დალევ, ამ შემთხვევაში ხველა მოიხსნება.
მოგიყვებით, რა არის მექანიზმი. ვთქვათ გახველებთ საღამოს საათებში, მოსაღამოვდა და ხველა აგიტევთ. მაგრამ დილით ხველა არ გაქვთ, არც შუადღით და საღამოს საათებში ხველა გეწყება. ხველის ბვერი მიზეზია, ერთ-ერთი მათგანი თვალში გვხვდება ხშირად და მისი მოგვარება სწორედ წყლით შეიძლება,”- აცხადებს გიორგი ღოღბერიძე.