იტალიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ნინოს სურგულაძე იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი გახდა. აღსანიშნავია, რომ ორდენი იტალიასა და სხვა სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის გაწეული ღვაწლისთვის გაიცემა.
ნინო სურგულაძემ 6 დეკემბერს ვერონაში საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.