ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შტურმისას ჭყლეტვაში და გაზის გამო, ცუდად გავხდი” – გია ბარამიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, მისი მდგომარების შესახებ. ამ დრომდე დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობდა თუ სად იმყოფებოდა გიორგი ბარამიძე ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს.

“ენმ ოფისის შტურმისას ჭყლეტვაში და გაზის გამო, ცუდად გავხდი, თვალები ოლიციის მანქანაში გავახილე, შსს შუშის შენობაში სასწრაფომ დახმარება აღმომიჩინა, გამიფორმეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დაკავება, ბორკილებიც დამადეს, მაგრამ 1 საათში ხელწერილით გამომიშვეს. მოვბრუნდი ჩვენს ოფისში.

ალბათ დღეს საღამოსკენ (ან ხვალ) იქნება ჩემი და ჩვენი ოფისის შტურმისას სხვა დაკავებულების სასამართლო პროცესი.

ყველას დიდი მადლობა მოკითხვისათვის და შეწუხებისათვის!

ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება გავრილოვების რეჟიმის დასრულებამდე”, – წერს გიორგი ბარამიძე.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.

იტვირთბა....