“ღმერთო როგორ მინდა ეხლა ენმ–ს ოფისში ყოფნა და არ შემიძლია თავს ამის უფლება მივცე. ღმერთო როგორ მშურს ყველასი ვინც იქ არის. ღმერთო როგორ არ მესმის მათი, ვისაც იქ მისვლა შეუძლია და არ მიდის, რა აჩერებს სახლში. უმაგრესი წუთები, საათებია ეხლა იქ, სადაც საქართველოა და ამ წუთებში და საათებში გადაწყდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. მადლობა ყველას, ვინც იქ დგას და ჩემი შვილების მომავლისთვის იბრძვის!”
ირინა სარიშვილი – ყოფილი პოლიტიკოსი.
სოციალურ ქსელი.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.