“დაუსჯელიბის სინდრომს მივყავართ ქაოსამდე! გენაცვალეთ ბიჭებო! კანონი ყველასათვის კანონია!!!!
#პოლიციელიგმირია. ესეც ასე! მადლობა უსისხლო ოპერაციისთვის, აქ მავანი ვანოს ნატრულობდა, გვამებითურთ! #პოლიციელიგმირია. ჰა, 200 კაცი ხართ სულ და დაიშალეთ, მელია კუთვნილ სოროშია!
გამოხვალთ და გამოვალთ! იმდენი ვართ, ვერ დაგვთვლი და ზოგიერთ ქოცსაც მიგაყოლებთ!”
ლალი მოროშკინა – პიარტექნოლოგი.
სოციალური ქსელი.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.