“ქვეყნის 52%-ს უცხადებენ ძალადობას, ასე მტკიცდება დიქტატურები”, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ,,ქართულ ოცნებაზე” საუბრისას “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ძალადობის გამართლებას მოგონილი სამართლებრივი არგუმენტებით ცდილობს.
,,ჩვენ ვხედავთ მოწადინებულ სურვილს, რომ ფაქტობრივად, ქვეყნის 52% ამომრჩეველს, რადგან იქ მარტო ,,ნაციონალური მოძრაობა” აღარ არის, იქ არის ქვეყნის მიერ წარმოდგენილი მთელი ოპოზიცია და 52%-ს უცხადებენ ძალადობას. ეს ხდება რაღაცა მოგონილი ვითომ სამართლებრივი არგუმენტებით. ასე მტკიცდება დიქტატურები. ასე ხდება განმტკიცება ტოტალიტარული აზროვნების. თვითონ ქმნიან კანონებს, თვითონ ასამართლებენ და ამბობენ, რომ ეს არის სახელმწიფო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.