მხატვარ ზალიკო სულაკაურის ემოციურ ფოტოს, სოცილურ ქსელში, მისი ცოლი, ნინო განუგრავა აქვეყნებს. მხატვარი ნაოპერაციები უმცროსი ქალიშვილის საწოლთან დაჩოქილი ლოცულობს.
„ეს ფოტო მთელი ცხოვრების განმავლობაში დღევანდელი დღის ქოვერი იქნება… თანოს კიდევ ერთი დაბადების დღეა დღეს… თან რომ ვერ ვიტან და თან რომ უნდა მიყვარდეს, ის დღეა…
ზუსტად ამ დროს ჩემი გოგო საოპერაციოში ჰყავდათ შეყვანილი… არაფერი მახსოვს გარდა იმ ძააან ბევრი ჩვენი ადამიანისა, რომლებიც დილიდან ჩვენს გვერდით იყვნენ.. ერთი წელიც გასულა და იმედია მსგავსი ფოტო არასდროს გვექნება“, – წერს სულაკაურის მეუღლე.