კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად იტალიის ელჩი მოკლეს, ამის შესახებ ინფორმაციას “Al Jazeera” ავრცელებს.
მასთან ერთად დაიღუპა მისი კონგოელი მძღოლი და კიდევ ერთი იტალიელი თანმხლები პირი.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმა მოხდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში.
ამ რეგიონში მიმდინარეობს გაერთიანებული ერების მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული პროგრამა, რომელიც ადგლობრივებს საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით ამარაგებს.
იტალიის ელჩი, ლუკა ათანასიო 43 წლის იყო და კონგოში 2017 წლიდან მუშაობდა.
ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.