მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის საფლავზე მისი ოჯახის წევრებ და , ახლობლები შეიკრიბნენ და მოკლული ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, მამამისი გივი ტატუნაშვილი მკვლელობისა და წამებისთვის მსჯავრდებული 2 ოკუპანტის დაკავებას ითხოვს.
“ჩემი შვილის მკვლელები არ დასჯილან. წამებასა და მკვლელობაში ვინც არიან დამნაშავეები, იმათ კი მიესაჯათ სამუდამო პატიმრობა, მაგრამ დღემდე დაუსჯელები არიან. ეს 2 ადამიანი იძებნება წითელი ცირკულარით. რუსეთი ინტერპოლის წევრი ქვეყანაა, მაგრამ… საერთაშორისო საზოგადოებამ, ქვეყნებმა მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, რომ დააკავონ ის 2 ადამიანი, რომ აღარ მოხდეს სხვა ადამიანების გატაცება და დაკავება, ბოლო იყოს ჩემი შვილი, არ მოხდეს მკვლელობა, ციხეში ჩასმა. კიდევ არავინ გამწარდეს”. – განაცხადა ტატუნაშვილმა.
ყოფილი სამხედრო, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს.