პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც მინისტრთა ახალი კაბინეტს ნდობა უნდა გამოუცხადოს, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
აქციაზე “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა სიმბოლურად პარლამენტთან ე.წ. რუსული ფეჩი მიიტანეს.
აქტივისტების თქმით, მმართველი გუნდი რუსეთისადმი არასწორ პოლიტიკას ახორციელებს და ხელს უწყობს ოკუპაციას.
აქტივისტებმა კედელზე წარწერები გაეკეთება სცადეს, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ამ ფაქტის შემდეგ კი პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ერთერთი ორგანიზატორი დააკავეს.
დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩლებლობას გულისხმობს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა აქციებზე ათეულობით სამოქალაქო აქტივისტი და პოლიტიკოსი დააკავეს. დაკავებულები მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე განთავისუფლდნენ. მათ ამ ქმედებას უკანონო ზომის გამოყენებას უწოდებს სახალხო დამცველი, ხოლო იურისტები პოლიციელებს კონსტიტუციის დაცვისაკენ მოუწოდებენ.