ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს კიდევ ერთხე ეხმიანება და წერს: “საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი.”

სააკაშვილი “ოცნების” ლიდერის ირაკლი კობახიძისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენის მინიჭებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ორდენი მისი ინიციატივით დაარსდა, რომელიც უნდა მინიჭებოდათ ქართველ გმირებს.

ყოფილი პრეზიდენტი პრემიერობის კანდიდატის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ ეკონომიკა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ “გაპარტახდა”, რასაც არარეალური უწოდა.

“ეს ორდენი ჩემი ინიციატივით იქნა დაწესებული.

ჩემს წარმოდგენაში ეს ორდენები უნდა მინიჭებოდათ ქართველ გმირებს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს თავისუფლების განმტკიცებაში და ასევე უცხოელ მოღვაწეებს, ისეთი როგორც მაგალითად, ჯონ მაკკეინი იყო ან კონდოლიზა რაისი.

საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი – ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება!

დღეს კიდევ ღარიბაშვილმა თქვა, რომ თურმე ვარდების რევოლუციის შემდეგ ქართული ეკონომიკა საბოლოოდ გაპარტახდა.

ესეიგი, მაშინ 4-ჯერ რომ გაიზარდა, ეს იყო გაპარტახება და ახლა ამათ დროს არამხოლოდ არ გაზრდილა, 6%-ით შემცირდა და ეს არის აყვავება?

სასწრაფოდ, ამასაც მიეცით გაბახებული თავისუფლების “ორდენი”…!

ოღონდ, აბა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ვის უფრო მეტი ბანტი ეკუთვნის – ღარიბაშვილს თუ კობახიძეს,”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს, თავისუფლების საპარლამენტო ორდენი გადასცა.

ხოლო, დღეს, 22 ტებერვალს, პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.

 

იტვირთბა....