სომხეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირისა და ევრაზიის კავშირის წევრობა ერთმანეთს ხელს არ შეუშლის
სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ადმინისტრაციის განცხადებით, სომხეთს იმედი აქვს, რომ წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ვიგენ სარქისიანის განცხადებით, სომხეთი შეეცდება, ისეთი პირობები მოამზადოს ევროკავშირთან ვაჭრობის თავისუფალი ზონის შესაქმნელად, რომ ხელი არ შეუშალოს „საბაჟო კავშირში“ სომხეთის წევრობას.
მისი თქმით თუ ბრიუსელი თანახმა იქნება სომხეთი მზად არის ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად.
შეგახსენებთ, 2015 წლიდან „საბაჟო კავშირის“ საფუძველზე, რომელშიც რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი შედიოდნენ, ოფიციალურად სომხეთიც შეუერთდა. ევრაზიული კავშირის წევრებს საერთო ეკონომიკური საზღვრები და საბაჟო ტარიფები აერთიენებთ. სომხეთისთვის ეს ერთი შეხედვით, ეკონომიკური კავშირი, მაშინვე პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა.