ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატისგან შედგება

არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ამ ეტაპზე ოთხი დეპუტატია. კომისიაში ორი წევრი ოპოზიციის წარმომადგენელია, ორი – უმრავლესობის.

როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი კახიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიაში სულ მცირე რვა ადგილი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, მაგრამ სამწუხაროდ, თავადვე აცხადებენ უარს კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე.

როგორც ცნობილია, ოპოზიციის სტატუსით კომისიაში დეპუტატები ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ერთვებიან.

არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილ საგამოძიებო კომიტეტში მუშაობაზე უარს ამბობენ ოპოზიციური პარტიები. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ერთადერთ გამოსავლად ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოიაზრებენ.

იტვირთბა....