„აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით“ – ასეთი გზავნილი გაატანა მარსმავალ „შეუპოვრობას“ ქართველმა ბლოგერმა, სოხუმელმა გიორგი ჯახაიამ წითელ პლანეტაზე.
“NASA”-მ ორი წლის წინ გამოაცხადა, რომ მარსმავალი, რომელიც პლანეტაზე დაჯდებოდა, დედამიწიდან ადამიანთა მონაცემებს წაიღებდა. რეგისტრაცია მილიონობით ადამიანმა გაიარა. ერთ-ერთი ქართველი, 46 წლის , პროფესიით ეკონომისტი, გიორგი ჯახაია იყო.
მან საკუთარი მონაცემების ნაცვლად ზემოაღნიშნული ტექსტი გააგზავნა კოსმოსში.
მარსმავალი პალენტის ზედაპირზე 18 თებერვალს დაჯდა.