ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ საკადრის პასუხს გავცემთ რუსეთს” – ჯო ბაიდენის მრჩეველი

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეკ სალივანი რუსეთის მიერ დეკემბერში განხორციელებულ კიბერ-შეტევას გამოეხმაურა: – “პირველ რიგში, ჩვენ ვმუშაობთ ადმინისტრაციასთან ერთად, რომ გავარკვიოთ რა ზარალი მიადგა ჩვენს სისტემებს. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, რომ გავერკვეთ მის მასშტაბებში. როგორც მე ადრე გნვაცხადე, ამის შესახებ ჩვენ პასუხს რამდენიმე კვირაში მოვამზადებთ და არ გავწელავთ დროს რამდენიმე თვე.”

ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რა სახის პასუხი მზადდება რუსეთისთვის და არის თუ არა ეს სანქციების ახალი პაკეტი, მან უპასუხა, რომ: ” ჩვენ ვამზადებთ პასუხს, რომელიც იქნება ყოვლისმომცველი და  მასში გავითვალისწინებთ მრავალ ინსტრუმენტს, რომ დავანახოთ რუსეთს სად გადის ზღვარი შეერთებული შტატებისთვის.”

თუმცა კონკრეტულად რა ინსტრუმენტებზეა საუბარი ამერიკის უსაფრთხოების მრჩეველს არ დაუზუსტებია.

“ასევე, ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ რუსეთზე გავლენა, რომ მომავალში ჰაკერული შეტევების პრევენცია მოხდეს.” – განცხადა მან “CBS News” – თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ კიბერ-შეტევა გასული წლის დეკემბერში მოხდა ამერიკის სახელმწიფო ხაზინის სისტემებზე. როგროც ცნობილია, იგივე ჰაკერულმა ჯგუფმა წლების წინ, ობამას ადმინსიტრაციაზეც მიიტანა კიბერ-შეტევა.

 

ტატო ჩახნაშვილი

იტვირთბა....