ნიგერიის დედაქალაქ აბუჯას აეროპორტთან ახლოს მომხდარ ავიაკატასტროფას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფორმაციას ამის შესახებ “Al Jazeera” ავრცელებს.
ნიგერიის სამხედრო თვითმფრინავი აბუჯადან ასიოდე კილომეტრით დაშორებულ ქალაქ მინაში მიფრინავდა.
გამოცემის ინფორმაციით, აფრენის შემდეგ ძრავს პრობლემა შეექმნა, თუმცა უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო პილოტმა და აეროპორტის მახლობლატ, ტყის მასივში ავარია განიცადა.
ეს ინფორმაცია დაადასტურა ნიგერიის ავიაციის მინისტრმა ჰადი სირიკამ საკუთარ ტვიტერის გვერდზე: “ჩვენ ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს” – განაცხადა მან.
გამოძიება კი უკვე მიმდინარეობს, რომ დადგინდეს რა გახდა სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი.