ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

რა ქონებას ფლობს თავდაცვის მომავალი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ პარლამენტმა ნდობა მინისტრთა ახალ კაბინეტს უნდა გამოუცხადოს.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, თავდაცვის სამინისტროს სათავეში კი ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაუდგება.

“მეტრონომი” თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის პოლიტიკური წარსულითა და გამოცდილებით დაინტერესდა.

ჯუანშერ ბურჭულაძე 2010-2015 წლებში იყო ფინანსური მენეჯერი საქართველოს საელჩოში, აშშ-ში. 2015 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე. 2015-2016 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. 2016-2019 წლებში ამავე ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე. 2020 წლიდან კი ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებოას იკავებდა.

ჯუანშერ ბუწღულაძის ბოლო დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ მისი ოჯახის საკუთრებაშია ოთხი საცხოვრებელი სახლი – ნუცუბიძის 26ა-ში მდებარე ბინის 100%-იანი მფლობელი ჯუანშერ ბურჭულაძეა, ხოლო დანარჩენი სამი ბინის მფლობელი მისი მეუღლე, ნინო მხეიძე.

ჯუანშერ ბურძულაძის საკუთრებაშია 25 000 ლარის ღირებულების ავტომანქანა “ჰიუნდაი ტუკსონი,” რომელიც 2016 წელს შეიძინა.

რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძის შრომის ანაზღაურებას, სსიპ-მუნიციპალური განვითარების ფონდის
აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილედ მუშაობის პერიოდში მისი წლიური სახელფასო შემოსავალი 54 000 ლარს შეადგენდა, თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობის დროს კი – 22 500 ათას ლარს.

 

იტვირთბა....