ახალი ამბები კრიმინალი მთავარი მსოფლიო

სროლა შეერთებულ შტატებში – მოკლულია 3 და დაჭრილია 2 ადამიანი

სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლუიზიანას შტატში სროლის შედეგად.  ამის შესახებ ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.  ცეცხლი უცნობმა პიროვნებამ გახსნა შტატის დედაქალაქ ნიუ ორლეანში, იარაღის მაღაზიაში.

.”სროლისა და საშინელი ყვირილის ხმა გავიგეთ” – ჰყვება თვითმხილველი ტაირონ რასელი ჟურნალისტებთან – “პოლიციის მოსვლის შემდეგ კი საშინელი სცენა გადაიშალა ჩვენ თვალწინ.”

პოლიციის განცხადებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს,  ეჭვმიტანილებიც არიან, თუმცა დამნაშავე ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.

თუმცა პოლიცია თითქმის გასულია კვალზე და დამნაშავე მალე აღმოჩნდება ციხეში.  არის თუ არა ეს ტერორისტული აქტი, ამის შესახებ დამნაშავის დაკავების შემდეგ გახდება ცნობილი.

იტვირთბა....