ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პოლიციამ “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელის, ბადრი ესებუას ერთ-ერთი მძევალი დააკავა

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი და ამჟამად, ძებნილი ბადრი ესებუას მძევალი, ირაკლი კვარაცხელია დააკავეს. ის გუშინ  პარლამენტთან გამართულ აქციაზე აიყვანეს და იმ 25 ადამიანთა შორის იყო, რომლებსაც კარვების დადგმა სურდათ.

„გუშინ, აქციაზე 173-ე მუხლით დამაკავეს, თითქოს ქუჩის გადაკვეთას ვცდილობდი და ასევე, მედავებოდნენ იმას, რომ პოლიციის მითითებას არ დავემორჩილე. ეს ნამდვილად სიცრუეა, რადგან ქუჩის გადაკეტვას არ ცდილობდი, მინდოდა კარვის დადგმა.

შემიდგინეს საჯარიმო ოქმი, რომელიც შემდგომ სასამართლომ უნდა განიხილოს. დაკავებიდან დაახლოებით 3 საათში გამათავისუფლეს. ხელბორკილები ზურგს უკან დამადეს და ასე ვიყავი ამ 3 საათის განმავლობაში” – უთხრა “პრაიმტაიმს” ყოფილმა მძევალმა.

რამდენიმე წარუმატებელი დევნისა და დაკავების სპეცოპერაციის შემდეგ, ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუა კვლავ ძებნილია. რაც შეეხება მის მძევალს, ირაკლი კვარაცხელიას, ის ჯერჯერობით გაათავისუფლეს და მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ ჯარიმას მალე სასამართლო განიხილავს.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

იტვირთბა....