ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“იქნებ ახლა მაინც გეყოთ გამბედაობა უპასუხოთ ამ შეკითხვებს” – ჟურნალისტი გახარიას მიმართავს

ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა ტელევიზიით მთავრობის ყოფილ მეთაურს გიორგი გახარიას მიმართა:

“ბატონო გიორგი, ხედავთ ალბათ, რომ 20 ივნისის კარმა მაინც არ გტოვებთ. ხომ ხედავთ, მაინც 20 ივნისის საქმეზე პოლიტიკურ დევნილად ქცეული ნიკა მელიას პატიმრობამ შეიწირა თქვენი პოსტი. 18 თებერვალს შესაძლოა, ნამდვილად დროულიც იყო თქვენი გადადგომა, მაგრამ ამავე დროს იყო დაგიანებული, რადგან 20 ივნისის შემდეგ ზუსტად 1 წლი და 8 თვე გავიდა დღეს და თქვენ ამ დრომდე არ გეყოთ გამბედაობა, გეთქვათ ვინ გასცა იმ სასტიკი დარბევის ბრძანება. ვინ და რატომ ამოთხარა თვალი მაკო გომურს, გიორგი სულაშვილს, კობა ლეთოდიანს.

ვინ და რატომ გვესროლა მაშინ დათვის ტყვიები. იქნებ ახლა მაინც უპასუხოთ ამ შეკითხვებს, იქნებ ახლა მაინც გეყოთ გამბედაობა და უთხრათ ადამიანებს, რატომ დასაჯეთ რუსული ოკუპაციის პროტესტის გამო. თუ თქვენ მზად ხართ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მე რა, თქმა უნდა, გეპატიჟებით ჩემს ეთერში და დიდი ინტერესით მოვისმენდი თქვენს გულწრფელ პასუხებს თუ რა თქმა უნდა ამას შეძლებთ თორემ გადადგომა თუნდაც საჭირო დროს, ან ქართულ ჯიგრულ პონტში 171 ათასსი ლაიქი და გულები თქვენს გამოსამშვიდობებელ სელფზე ნამდვილად არაფერს ნიშნავს. ეს მხოლოდ ლუსტრაციაა, რომ რაღაცეები შესაძლოა ძალიან მალე გვავიწყდება, ის რაც გვგონია, რომ ჩვენ არ გვეხება” – განაცხადა თამარ ბაღაშვილმა.

ცნობისათვის, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

იტვირთბა....