ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

როდის დაუბრუნდებიან სტუდენტები აუდიტორიებს – მიხეილ ჩხენკელის განცხადება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პანდემიის დროს სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, როგორც კი ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, სტუდენტები უნივერსიტეტის აუდიტორიებს დაუბრუნდებიან.

„პანდემიის პირობებში, უმაღლესი განათლების მიმართულებით გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ახორციელებდნენ, ძირითადად, დისტანციურ ფორმატში. რასაკვირველია, სასწავლო პროცესისათვის ბუნებრივი გარემო არის აუდიტორია. როგორც კი ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, სტუდენტები უნივერსიტეტში დაბრუნდებიან.“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტში 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრებს უსმენენ.

იტვირთბა....