ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სავალდებულო ჯარი არ მაქვს გავლილი” – თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, სავალდებულო ჯარი გავლილი არ აქვს. ამის შესახებ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჰკითხა, რაზეც მინისტრობის კანდიდატმა კითხვას ასე უპასუხა:

“სავალდებულო ჯარი არ მაქვს გავლილი, სამწუხაროდ. თავი არ ამირიდებია, ეს იყო იმით განპირობებული, რომ 17 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი, შემეძინა შვილი, შემდეგ 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა”, – თქვა მან.

ცნობისათვის, ბურჭულაძე ამ პოსტზე 19 თებერვალს წარადგინეს. თავდაცვის მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც “ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც მანამდე თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა

იტვირთბა....