ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

,,ბ-ნო ვახტანგ, სად არის ბადრი ესებუა? საქართველოშია თუ დატოვა ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც 500 000 დოლარი ჩაუწყვეთ” – ელისაშვილი გომელაურს

“ბატონო ვახტანგ, სად არის ბადრი ესებუა? საქართველოს ტერიტორიაზეა, თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყვეთ 500 000 დოლარი?” – ამ კითხვით მიმართა “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს.

აღნიშნულ სხდომაზე, სადაც ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ, “მოქალაქეების” ლიდერმა  მინისტრობის კანდიდატს კითხვით ქობულეთში, 14 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზეც მიმართა.

,,ბატონო ვახტანგ, ერთი ასეთი კითხვა მაქვს, სად არის ბადრი ესებუა? საქართველოს ტერიტორიაზეა, თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყვეთ 500 000 დოლარი. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზუგდიდის ოპერაციის შემდეგ თქვენი მხრიდან გაცილებით მართებული და საპასუხისმგებლო იქნებოდა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში თქვენი გვარი აღარ ყოფილიყო?

გრძნობთ თუ არა პირად და უწყებრივ პასუხისმგებლობას ქაქუთში მომხდარ მოვლენაზე, როდესაც 14 წლის ბავშვი აღმოჩნდა უამრავი მოძალადის წინააღმდეგ, აბსოლუტურად დაუცველი, რატომ მოხდა ეს და რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს აღარ მოხდეს?“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ.

 

იტვირთბა....