ყვარელში, სოფელ ახალსოფელში 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის თავდამსხმელმა 73 ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც მაღაზიიდან თანხა წაიღო.
დაზარალებული ქალი მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.