ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უახლოეს დღეებში სახელმწიფო პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღს – ვაქცინებს ელის” – ტიკარაძემ ვაქცინების შერჩევის ხანგრძლივ პერიოდზე ისაუბრა

“ჩვენი მოქმედებების ნაყოფიერი შედეგია ის ფაქტი, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღს – ვაქცინებს ელის,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ  პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტიკარაძემ აღნიშნულ სხდომაზე ვაქცინის შემოტანის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა.

„არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საქრთველოში ვაქცინების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა მხოლოდ ოფიციალური არხებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მიღება. ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე ასეთი არხი: „კოვაქს-პლატფორმა“, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ეკატერინე ტიკარაძეს უსმენდნენ.

იტვირთბა....