“დიდი ალბათობით იქნებოდა დიდი მსხვერპლი, იმიტომ რომ ისინი აპირებდნენ გაზის გამოყენებას დახურულ შენობაში,” – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
როგორც ექსპრეზიდენტმა ტელეკომპანიის ეთერში პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, მას ინფორმაცია შსს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ოთახში გამართული თათბირიდან აქვს.
“ნაცმოძრაობოს” ოფისის შტურმის დროს, ოფისში შესვლა მათ გომელაურის ოფისში გათვლილი ჰქონდათ, სადაც გომელაურმა იკითხა იქნებოდა თუ არა მსხვერპლი. რაზეც უპასუხეს, რომ დიახ, შეიძლება იყოს დიდძალი მსხვერპლი. ეს ყველაფერი მან გიორგი გახარიას მოახსენა.
ზუსტად ვიცი რომ ეს ასე იყო… საცერივით გამოდის იქიდან ინფორმაცია. მოკლედ, გომელაურმა გახარიას მოახსენა რომ დიდი ალბათობით იქნება მსხვერპლი. რადგან ისინი აპირებდნენ გაზის გამოყენებას და დახურულ შენობაში გაზის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს მსხვერპლს. გარდა ამისა, ახალგაზრდებისა იქ ბევრი ხანდაზმული ადამიანებიც იყვნენ. ისინი აპირებდნენ შენობის შტურმს შენობის უკანა მხრიდან, რადგან ყველა წინიდან ელოდა მათ შესვლას. უკანა მხრიდან კი შუშაბანდია და აპირებდნენ ამ შუშების ჩამსხვრევას და ამ გზით გაზის გამოყენებას, მესამე სართულზე ასვლას და ნიკა მელიას დაკავებას. ეს გარდაუვლად დიდ ძალ მსხვერპლს გამოიწვევდა და ისინი ამაზე მიდიოდნენ. გახარიას ბოლოს შეეშინდა და დაიხია უკან. მეორე დილით კი თქვა, რომ ამ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე არ ავიღებო, მერე თქვენც ნახეთ რაც მოხდა.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
იხ: ვიდეო: