ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კარგი არ არის, რომ ჯერ ვერ დავიწყეთ ვაქცინაცია, მაგრამ პროგნოზი კეთილსაიმედოა” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ კარგი არ არის, საქართველომ ჯერ კორონავირუსზე ვაქცინაცია, რომ ვერ დაიწყო.

ცერცვაძე აღნიშნულ ტელეკომპანიის ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ წინასწარი პროგნოზი კეთილსაიმედოა.

“კარგი არ არის, რომ ჯერ ვერ დავიწყეთ ვაქცინაცია, მაგრამ პროგნოზი კეთილსაიმედოა. როცა დაიწყება, დაიწყება ისე, რომ ეტაპობრივად გაგრძელდება და წლის ბოლომდე, მე არ ვიცი ახლა 60-65%-ის აცრა მოხერხდება თუ არა, მაგრამ ძალიან სერიოზული რაოდენობა იქნება ვაქცინის შემოტანილი”, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზას ქვეყანა თებერვლის ბოლომდე  მიიღებდა.

იტვირთბა....