“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ამავდროულად, ტელეკომპანია POSTV-ს ყოფილი თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორია, წერს, რომ ისევ POSTV-ს ხელმძღვანელად ბრუნდება.
ნაცვლიშვილი ღიად ამბობს, რომ “ტელევიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტ ფლატფორმიდან დაიბადა”, მთავარ მიზნად ისახავს “მეტი შეუპოვრობით დაიცვას 2012 წლის ოქტომბრის მონაპოვარი.
“დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები “პოსტივის” ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელივიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტფლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს!”, – წერს ნაცვლიშვილი.