გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე პროფესორი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.
ჯანდაცვის ექსპერტი აღნიშნულ მიმართვაში ისრაელის გახსნასთან დაკავშირებით წერს და აცხადებს, რომ ქვეყანაში მოსახლეობის 50% “ფაიზერის” ერთი დოზით მაინც აიცრა. მისივე თქმით, “ფაიზერი” სიკვდილიანობასა და ავადობას 95.8% ამცირებს.
“ისრაელი გაიხსნა… მოსახლეობის 50% ფაიზერის ერთი დოზით მაინც აიცრა.
ფაიზერი სიკვდილიანობასა და ავადობას 95.8% ამცირებს.
სუნთქვის პრობლემებისა და სიცხიანობის საფრთხე ფაიზერით აცრილებში 98% მცირდება.
დღეიდან ისრაელში ყველასთვის ღიაა: მუზეუმები, ზოოპარკები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და ბიბლიოთეკები.
აცრის დამადასტურებელი “მწვანე პასპორტით” ღიაა: სავარჯიშო დარბაზები, სინაგოგები და სასტუმროები. ხალხის მასა დაიშვება კონცერტებსა და სპორტულ სანახაობებზე 75% დატვირთვით: 300 ადამიანამდე შენობაში, 500-მდე კი, გარეთ. “პასპორტი”მობილურში ყენდება და გასცემენ ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებზეც, რომლებსაც ჯერ აცრა არ უწევთ. სავალდებულოდ რჩება ფიზიკური მანძილის დაცვა და ნიღბის ტარება.
აეროპორტები 2 კვირაში იხსნება. ამ დროისთვის 50 წლის ზემოთ მოსახლეთა 95% იქნება აცრილი.” – წერს ფხაკაძე.