საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავენ სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის ფიზუკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
პარლამენტთან კარვის დადგმას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციელებმა არ მისცეს და განუმარტეს, რომ პარლამენტთან დაგეგმილია ღონისძიება კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით.
დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ სამართალდამცველების მოწოდებას დაემორჩილონ.