ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის  258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის  258 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნის ვებ-გვერდზე, Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, გასული დღეს ღამის განმავლობაში კორონავირუსლისგან  571 პირი განიკურნა, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 261 637-მდე  გაიზარდა.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19- ის ინფექციისგან 10 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ კი  3 435-ს მიაღწია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 258 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა  3 257-ია.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 328 ადამიანი, ხოლო  თვითიზოლაციაში 9 524 ადამიანი იმყოფება.

სულ 6 ოქტომბრიდან – 20 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 015 პირი.

 

იტვირთბა....