“პირბადის ტარება გამოდგა ბევრად ეფექტური საშუალება ინფექციის გადაცემის პრევენციისათვის, ვიდრე ჯანდაცვის მუშაკებს ეგონათ,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
ამასთან, როგორც ცერცვაძემ ტელეკომპანისთან საუბრისას დასძინა, თუ მოსახლეობა პირბადეების გამოყენებას და ორ მეტრიან დისტანციას დაიცავას გააგრძელებს ვაქცინის შემოტანა და შეზღუდვების მოხსნა დროის ამბავია.
„გახსოვთ დრო, როცა ამბობდნენ, რომ პირბადე არ არის გარანტირებული დაცვა ინფექციის გადაცემისგან. არა, პრაქტიკულად, გარანტირებული დაცვაა. იმაზე მეტად გარანტირებულია, ვიდრე გვეგონა. ამიტომ ახლა უმთავრესი არის, რომ მოსახლეობამ ატაროს პირბადეები, დაიცვას სოციალური დისტანცია. დანარჩენი, რაც შეეხება ვაქცინის შემოტანას და რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, მოსახლეობა პირბადეების ტარებას მასობრივად თუ გააგრძელებს, უბრალოდ, დროის ამბავია, ვაქცინის შემოტანაც და შეზღუდვების მოხსნაც. ხანგრძლივი დროის ამბავი არაა, უმოკლეს დროში მოხდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენბთ, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში კომენდანტის საათის მხრივ ცვლილებების განიხილვასა და ეტაპობრივად სხვა შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზას ქვეყანა თებერვლის ბოლომდე მიიღებდა.