ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უარესი… თუ მისი ხელი ამაში არ ურევია გამოდის, რომ ფარული გეგმა მისთვის გრძელვადიანი და სისტემური პრობლემის შექმნაა” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვასა ვრცელებს, სადაც ამბობს, რომ ახალი პრემიერის წარდგენით ქვეყანაში ე.წ. “ჩრდილოვანი მმართველობის” განცდა დაბრუნდა.

როგორც პოლიტოლოგი ამავე პოსტში დასძენს აღნიშნული შესაძლოა ოცნებისთვის და პირადად ივანიშვილისთვის  იქცეს სისტემურ, პრაქტიკულად გადაულახავ პრობლემად.

“მიუხედავად იმისა, ძველით ახალი პრემიერის წარდგენაში ბიძინამ მიიღო მონაწილეობა, თუ არა, დაბრუნდა ე.წ. “ჩრდილოვანი მმართველობის” განცდა, რაც ოცნებისთვის და პირადად ივანიშვილისთვის შესაძლოა იქცეს სისტემურ, პრაქტიკულად გადაულახავ პრობლემად.

გამოდის, რომ მან მიუხედავად საჯარო განცხადებისა, კიდევ ერთხელ და ამჯერად უკანასკნელად “გადააგდო” ყველა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

მთლად უარესი, თუ მისი ხელი ამაში არ ურევია, რადგან გამოდის რომ ფარული გეგმა ზუსტად პირადად მისთვის გრძელვადიანი და სისტემური პრობლემის შექმნაა.” – წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მას შემდგე რაც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა, “ქართულმა ოცნაბამ” აღნიშნულ პოსტზე თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

იტვირთბა....