ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“მაისის ბოლომდე გეგმა გვაქვს, რომ ქვეყანაში ავცრათ დაახლოებით 200 000-მდე ადამიანი ორჯერადად”- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ზაფხულამდე ბაზარზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინები გამოჩნდება, რომლებსაც “ჯანმოს” მიერ ექნება აღიარება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” განაცხადა.

გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ცდილობს, პირდაპირი მოლაპარაკებებით ვცდილობთ, რომ 2.5 მლნ დოზა მოიპოვოს.

მიისვე თქმით, გეგმის თანახმად, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000-მდე ადამიანი უკვე აცრილი უნდა იყოს ორჯერადად.

“დაახლოებით აპრილ-მაისსა და ივნისში ვაქცინების ბაზარზე უკვე გამოჩნდება რიგი, დაახლოებით 4-5 ახალი დასახელების ვაქცინა, რომელიც მიიღებს ჯანმო-სა და ევროკავშირის ავტორიზაციას, მათმა რაოდენობებმა წესით და რიგით უნდა გააჯეროს ბაზარი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ სადღაც მაისის ბოლომდე გეგმა გვაქვს, რომ ქვეყანაში ავცრათ დაახლოებით 200 000-მდე ადამიანი ორჯერადად, ხოლო ივნისიდან უკვე მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ, როდესაც შეიქმნება უკვე შესაბამისი მარაგი, როგორც გლობალურად, ისე ჩვენს ქვეყანაში…”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში თვის ბოლოს “ფაიზერის” ვაქცინის 30 ათასამდე დოზას ელოდებიან, რომლითაც პირველ ეტაპზე მედიცინის მუშაკები აიცრებიან.

იტვირთბა....