ახალი ამბები

Facebook-ის გატეხვისთვის შსს-მ 2 პირი დააკავა (ვიდეო)

 


.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლების გვედებზე უნებართვო შეღწევას და ე.წ. ფიშინგ ვებ-გვერდის დამზადების ფაქტები გახსნეს. შსს ფაქტზე სისხლისამართლი პასუხისგებაში 1992 წელს დაბადებული ვასილ ქ. და 1983 წელს დაბადებული რაინდი კ. მისცეს.
როგორც შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების ინფორმაციით, ვასილ ქ-მ მიმდინარე წლის თებერვალში, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და სხვისი კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების მიზნით, სოციალური ქსელი Facebook-ის ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდი დაამზადა დომენით- htt://facebook-photos.ga/gggg44.
„ვასილ ქ. სოციალურ ქსელ „facebook“-ში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შინაარსის პოსტებს ათავსებდა, სადაც ბმულის სახით მის მიერ დამზადებულ ვებ-გვერდს უთითებდა. დაინტერესებული მომხმარებელი აღნიშნული პოსტის გახსნის შემთხვევაში, ბმულზე გადასვლისას, ვასილ ქ-ს მიერ დამზადებულ ყალბ გვერდზე ხვდებოდა, სადაც ხელახალი ავტორიზაცია უნდა გაევლო. ავტორიზაციისას „facebook“-ის მომხმარებლის სახელი, პაროლი იგზავნებოდა და ინახებოდა ვასილ ქ-ს მიერ ვებჰოსტინგზე სპეციალურად შექმნილ ფაილებში. გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნულ ფაილებში აღმოჩენილია „facebook.com“-ის 1010 მომხმარებელის სახელი და პაროლი. უკანონოდ მოპოვებული, ზემოხსენებული მონაცემების გამოყენებით, ვასილ ქ. უნებართვოდ აღწევდა სოციალური ქსელი „facebook“-ის მომხმარებელთა გვერდებზე და აღნიშნულ მომხმარებლებს მის მიერ სპეციალურად, რეკლამების განთავსების მიზნით შექმნილ ჯგუფში უნებართვოდ ამატებდა“.- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, გამოძიების თანახმად, რაინდი კ. სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით უკანონოდ შეუცვალა დაშვების პაროლები Facebook-ის მომხმარებლებს.
გამოძიება სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი, 158-ე მუხლის და 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.
ამჟამად მიმდინარეობს სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლებისთვის პროფილების დაბრუნება.

იტვირთბა....