ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში რუსული შავი ბაზრიდან ნარკოტიკების შეძენა უმარტივესი გზითაა შესაძლებელი, მათ შორის ბავშვებისთვისაც

რუსულ შავ ბაზარზე, ინტერნეტ პლატფორმებზე, ყველა სახის ნარკოტიკის შეძენა კრიპტოვალუტით არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას შაბათის ფორმულა ავრცელებს. 

ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისელ ნარკორეალიზატორებს წინასწარ შერჩეულ ადგილებზე სხვადასხვა შემადგენლობის მცირე შეფუთვები უკვე გადამალული აქვთ.

გაირკვა, რომ ინტერნეტ მაღაზიაში აპარატიდან შესაბამისი ფასის გადახდის შემდეგ, დილერი მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას ნარკოტიკის ადგილმდებარეობის შესახებ.

რუსულ საიტზე ყველა სახის ნარკოტიკის შეძენაა შესაძლებელი. მათ შორის სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიში – ამფეტამინის ჯგუფის სხვადასხვა სახეობების ნარკოტიკებიც არის.

ინფორმაცია შაბათის ფორმულას არასრულწლოვანი მომხმარებლის დედამ მიაწოდა. ახალგაზრდა ქალის ინფორმაციით, ქალაქში სხვადასხვა ქიმიური მინარევებით დაბინძურებული ნარკოტიკის შოვნა უმარტივესია ყველასთვის, მათ შორის ბავშვებისთვის.

კრიპტო ვალუტის აპარატები, საიდანაც ნარკოტიკისთვის სასურველი რაოდენობის ბიტკოინს დილერს ურიცხავენ, თბილისში ყველგან დგას. მათ შორის ისეთ მაღაზიებში, რომელიც 24 საათი მუშაობს.

აღნიშნულის შესახებ შაბათის ფორმულამ ინფორმაცია პოლიციასაც მიაწოდა.

იტვირთბა....