ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი აკაკი ზოიძე ქვეყანაში ეპიდვიტარებას აფასებს და ამბობს, რომ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს, რადგან ვითარება კვლავ არ გაუარესდეს.
ზოიძის თქმით, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, ახალი შტამები რამდენიმე კვირაში დომინანტური ხდება.
“ანუ ხდება უკვე მთავარი ვირუსი, რომელიც ცირკულირებს და არსებული შტამებით კიდევ უფრო ადვილად ინფიცირდებიან ადამიანები და არსებული შეზღუდვები ამ შტამების გამო ბევრ ქვეყანამ კიდევ უფრო გაამკაცრა. შესაბამისად, ერთი მხრივ საიმედო ტენდენციაა, რომ მატება არაა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ასეთი საშიშროებაა. ყველა რეგულაციის მოხსნისა და ახალი შტამის შემოსვლის შემთხვევაში, მერე შედარებით კეთილსაიმედო სიტუაციასთან უკან დაბრუნება ძნელი იქნება,”- აცხადებს აკაკი ზოიძე.
როგორც ზოიძე აცხადებს, ვიდრე ვაქცინაცია საზოგადოების 60%-ს არ მოიცავს, ახალი შტამების პირობებში შეზღუდვების მოხსნა სახიფათოა.
„სანამ საკმარისი რაოდენობა არ დაიფარება, ერთის მხრივ ბუნებრივი იმუნიტეტით და ვაქცინაციით – 60% – მანამ ყველა შეზღუდვების მოხსნა და პირბადეების გადაგდება რეკომენდებული არაა. ყოველ შემთხვევაში დღეს მეცნიერებაში ასეთი მიდგომა. წესით, ვაქცინა თებერვლის ბოლოს უნდა ჩამოვიდეს და მარტიდან რისკჯგუფების აცრა დაიწყება”, – განაცხადა ზოიძემ.