მაშ შემდეგ, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა, მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში ოპოზიციონერებს შორის აღელვება შეინიშნებოდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები განაჩენის გამოტანის პარალელურად ნებისმიერ წუთას ელოდნენ სპეცრაზლემელის შეჭრასა და მელიას დაკავების ოპერაციას.
“ნოდარ მელაძის შაბათმა” მოამზადა სიუჟეტი, რა ხდებოდა პარტიის ოფისის მეოთხე სართულზე განაჩენის გამოტანის პარალელურად, როგორც ხვდებოდნენ ამ ფაქტს ოპოზიციის წარმომადგენლები და რა მოლოდინები გააჩნდათ. აღსანიშნავია, რომ ეს კადრები მედიასაშუალებებში ამ დრომდე არ გასულა.
ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” არიან დაპირისპირებაში, აცახდებენ, რომ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, ამ პარტიას გვერდში თუ დაუდგებოდნენ.
“ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ “ოცნება “ნაცმოძრაობის” ლიდერის დაკავებას შეეცდებოდა, რადგან მან იაქტიურა ანტისაოკუპაციო ეროვნულ მიტინგზე,”- განაცახდა ნათელაშვილმა.
ენმ-ის ოფისში მისვლა წარმოუდგენელი იყო გიორგი გუნავასთვისაც, რომელიც ამბობს, რომ “აქ მოსვლა სიზმარშიც კი წარმოუდგენელი იყო.”
ამ პარტიის ოფისში მისვლას რთულად წარმოიდგენდა ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” დიდ დაპირისპრებაშია.
“უცხოპლანეტელები თუ შემოგესევიან, გუშინდელი მტერი, ან უარესი მტერი შესაძლოა მოკავშირე გახდეს,”- ამის შესახებ კი “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
საბოლოოდ თითქმის ყველა ოპოზიციონერი იმაზე თანხმდება, რომ მმართველობის 9 წლის თავზე ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ოპოზიცის გაერთიანება.
“რას ლაპარაკობთ, ნეგატიურ რაკურსში ვამბობ, რომ ივანიშვილი ისტორიაში შევა, როგორც დაპირისპირებული ქართველების დიდი გამაერთიანებელი. ისეთი მარაზმი გამოდგა, რომ ერთმანეთი ანგელოზებად გვეჩვენება,”- გააცხადა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, თითქმის ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ელოდა. სინი შესაბამისი უწყების თანამშროლებსაც ელოდებოდნენ, რისთვისაც მზადებაც კი დაიწყეს.