სოციოლოგი, იაგო კაჭკაჭიშვილი ქვეყანაში მიმდინარე აქტიურ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით გამოცემა “ინტერპრესნიუსთან” ვრცელ ინტერვიუში საუბრობს.
სოციულოგი ინტერვიუში საუბრისა, არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის მელიას „ქეისი“ პირველი სერიოზული ტესტი აღმოჩნდეს.
“ღარიბაშვილი დაიწყებს ჭიდაობას არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ საერთაშორისო პარტნიორებთანაც. ყველა ვხედავთ, რომ ნიკა მელიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.
ამ გამოხმაურების პათოსი ისაა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ხელისუფლება საქართველოში დამოუკიდებელი არ არის და ქვეყანა დემოკრატიის ამ უმნიშვნელოვანეს სტანდარტს ვერ პასუხობს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრება მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციას და სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.
ღარიბაშვილი შეეცდება იაროს მოლიპულ გზაზე – ერთი ხელით ოპოზიცია დააწიოკოს, ხოლო მეორე ხელით საერთაშორისო პარტნიორები დააშოშმინოს და დაარწმუნოს, რომ ყველაფერი სამართლებრივი წესრიგის შენარჩუნების ფარგლებში ხდება.
თუმცა, როგორც ვთქვი, ასეთი გზა მოლიპულია და, დიდი ალბათობით, ღარიბაშვილს გაუჭირდება მოლიპულ გზაზე გამართულად სიარული. არ გამოვრიცხავ, რომ დაეცეს კიდეც. მელიას „ქეისი“ მისთვის პირველი სერიოზული ტესტი იქნება.
ღარიბაშვილს გაუჭირდება მოლიპულ გზაზე გამართულად სიარული. არ გამოვრიცხავ, რომ დაეცეს კიდეც. მელიას „ქეისი“ მისთვის პირველი სერიოზული ტესტი იქნება.” – აცხადებს იაგო კუპრაშვილი.