მარნეულში, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად, ოჯახის 3 წევრი დაიღუპა.
როგორც ამ დროისთვის ხდება ცნობილი გარდაცვლითა შორის ერთი მცირეწლოვანია.
შსს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
“მეტრონომი” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არკვევს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.