ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ახლახანს მითხრა ის, რაც საქმეში ჩახედულებმა ისედაც ვიცით…” – რა განცხადებას ავრცელებს გია აბაშიძე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალური ქსელით მიმართვას ავრცელებს, სადაც რამდენიმე ქვეყვნის დიპლოტიასა და დაზვერვის შესახებ საუბრობს.

აბაშიძე ამავე პოსტში აქაურ საელჩოებს მეტი კომუნიკაციებისკენ მოუწოდებს.

“მეტრონომი” ანალიტიკოსის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“ჩემი სუბიექტური პირადი მოსაზრება: “მეგობრები ლიეტუველები ხელისუფლებას მოუწოდებენ დოალოგისკენ. ვისთან? კრიმინალ მელიებთან და ჩლუნგ გოცირიძეებთან?” ერთი ძალიან კარგი ევროპელი დიპლომატი მეგობარი მყავს წლებია. გიჟდება აქაურობაზე. დახურული არხებით სულ ვკონტაკტობთ. ათწლეულებია დიპსამსახურშია და ახლახანს მითხრა ის, რაც საქმეში ჩახედულებმა ისედაც ვიცით – ამერიკის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთის, ვატიკანის [ოღონდ ხმას არასოდეს არსად იღებს] ბრიტანეთისა და ისრაელის გარდა არავის უვარგა დიპლომატია და დაზვერვა. ჩამოდიან, 3-4 წლით ელჩობენ და ტენდენციური მდივნების ინფორმაციას ენდობიან. ჩამოთვლილი ქვეყნები კი საკუთარ ძლიერ დაზვერვას. ამიტომაც გვაქვს ეს მოცემულობა. სტატუსის აზრი იმაშია, რომ მეტი კომუნიკაცია აქაურ საელჩოებთან!” – წერს გია აბაშიძე.

ჩემი სუბიექტური პირადი მოსაზრება:
მეგობრები ლიეტუველები ხელისუფლებას მოუწოდებენ დიალოგისკენ. ვისთან? კრიმინალ მელიებთან…

Posted by Ghia Abashidze on შაბათი, 20 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....