ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბიჭებო, კარვის ხომ არ გეშინიათ?” – გიორგი ჩალაძე სამართალდამცავებს

“ნაცმოძრაობის” წევრს, გიორგი ჩალაძეს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლა სურდა, თუმცა ამის საშაუალება მას სამართალდამცავებმა არ მისცეს.

სამასთალდამაცავებმა გიორგი ჩალაძეს ადგილზე განუმარტეს, რომ ხვალ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ღონისძიებას ატარებენ, დღეს მოსამზადებელი პერიოდია, რის გამოც კარვის გაშლის ნებას არ მისცემენ. სამართალდამცავებმა ჩალაძეს მოუწოდეს, წინააღმდეგობა არ გაეწია.

„რამდენჯერაც წამართმევენ კარავს, იმდენჯერ ახალ კარავს ვიყიდი და მოვალ, ეს კარავი აქ დაიდგმება. რამდენიმე წუთში დავიწყებ გაშლას, გამაფრთხილეს, რომ კარავს წამართმევენ. დღეს წინააღმდეგობა ჩვენი ვალდებულებაა, განა კანონის, უკანონობის. ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ეს არის ერთი კაცის აქცია, შეუძლიათ დამაკავონ, არანაირი პრობლემა არ მაქვს… ბიჭებო, კარვის ხომ არ გეშინიათ? ახლოს მოვალ და კარავი დაიჭირეთ, მაინც უნდა წამართვათ. მიმითითეთ მუხლი, რომელსაც ვარღვევ. ვაპირებ, ეს კარავი აქ გავშალო, მუხლი მიმითითეთ, რომელიც აქ კარვის დადგმას მიკრძაკლავს“, – განაცხადა ჩალაძე

იტვირთბა....