ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს

მინისტრობის კანდიდატებს – ნათია თურნავას, ირაკლი ქარსელაძეს, ლევან დავითაშვილს და ივანე მაჭავარიანს, საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრებმა მხარი ერტხმად დაუჭირეს.

შეგახსებთ, რომ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობდა.

კომიტეტების ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატებს და შესაბამისად, სამთავრობო პროგრამას მოუსმინეს.

ცნობისთვის, 21 თებერვალს კი საპარლამენტო კომიტეტებში დანარჩენი კანდიდატების მოსმენა გაგრძელდება.

22 თებერვალს პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატები პოლიტიკურ ჯგუფებს – საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდებიან. ამავე დღეს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. აღნიშნული ცვლილების თანახმად კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ, მის ადგილს მინისტრთა კაბინეტში, მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს. ხოლო თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძეა წარდგენილი.

იტვირთბა....