ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს “ფესიბუქის” საკუთარ გვერდზე დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის შვილი ეხმიანება.
როგორც ლიზი იმნაძე წერს, გახარიას ფოტოს დალაიქება გვარამიას სტატუსის მოწონებას სჯობს.
“გახარიას სურათის დალაიქება ბევრად თუ არ ჯობდეს გვარამიას სტატუსის მოწონებას…მგონი თვქენ ფილმებშიც ვერ არჩევთ კეთილებს და ბოროტებს.” – წერს პაატა იმნაძის შვილი.
გახარიას სურათის დალაიქება ბევრად თუ არ კობდეს გვარამიას სტატუსის მოწონებას 😂😩 მგონი თვქენ ფილმებშიც ვერ არჩევთ კეთილებს და ბოროტებს 😂
Posted by Lizi Imnadze on პარასკევი, 19 თებერვალი, 2021
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ თანამშრომლებთან გადაღებულ სელფი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გახარიას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს, ამ წუთისთვის 159 ათასზე მეტი მოწონება და 25 000-ზე მეტი კომენტარი აქვს.
გახარიას “ფეისბუქის” მომხმარებლები კომენტარებში უწერენ, რომ პოლიტიკაში ისევ ელოდებიან.