ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ღარიბაშვილის დამსახურებაა დასრულებული ნაცები მკვდრეთით რომ აღსდგნენ” – რა განცხადებას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი

“ღარიბაშვილი ნაცებს დაასრულებს კი არა, მისი დამსაახურებაა დასრულებული ნაცები მკვდრეთით რომ აღსდგნენ,” – ამის შესახებ ჟურნალისტი და ტელე-წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც ჟორჟოლიანი თავისივე პოსტში ამბობს, ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგე 9 წლია გასული და ღარიბაშვილი ახლა, რომ ამბობს, “დავამთავრებო” ეს უკვე იუმორის ჟანრია…

“როდის იყო ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ მინისტრი?

2014 წელს, მაშინ როცა ნაცები ისედაც დამთავრებულები იყვნენ, ქუჩაში გამოსვლა უჭირდათ, ლიდერები კი არა, მათი მეგობრებიც კი ქვეყნიდან წასულები იყვნენ.რა მოხდა? სკოლებში დაიწყეს პორნოგრაფიის ჩვენება, ნაცების ბალასტი დალაგდა ქოცებთან, ჭიკაიძემ თალიბანის სიყვარული აღიარა, აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ ყველაფერი ისეთი საზიზღარი გახდა რომ ქოცების ამომრჩევლებმაც კი დაიწყეს საუბარი, რომ ამათ ისევ ნაცები ჯობდნენო:) მათივე ამომრჩევლის შეცვლილი ტონი კახელების კლასტერმა და კომიკურმა საკადრო პოლიტიკამ განაპირობა.ამას ვახსენებ იმ რამდენიმე მარგინალს ვისაც გულს ფხანს ღარიბაშვილის სულელის და შტერის ძახილი ეკრანიდან. მეგობრებო, ღარიბაშვილი ნაცებს დაასრულებს კი არა, მისი დამსაახურებაა დასრულებული ნაცები მკვდრეთით რომ აღ(ს) დგნენ:) მას შემდეგ 9 წელი გავიდა, რომელიც უკვე ქართული ოცნების 9 წელია, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ახლა, დავამთავრებო რომ ამბობს უკვე იუმორის ჟანრია .პ.ს. თან, რა უცნაურია მაგრამ ნაცებს დავამთავრებო ვინც ამბობს, სწორედ ის მთავრდება”- წერს ჟორჟოლიანი.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.  როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანიდიდატურა წარადგინა.

იტვირთბა....