სამტრედიაში ორ დაკარგულ მოზარდს ეძებენ. – აღნიშნულ ინფორმაციას “ინტერნეტპრესნიუსი” ავრცელებს.
ოჯახის ინფორმაციით, 11 წლის ლუკა ლომაია და 13 წლის ხვიჩა გრიგოლია გუშინ 6 საათის შემდეგ გაუჩინარდნენ.
ამასთან, მათივე ცნობით, ბავშვები გუშინ ბანკომატიდან თანხის გამოსატანად წავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან.
ასევე, როგორც დაკარგული ბავშვების ოჯახის წევრები აცხადებენ, დაკარგულ ბავშვებს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა.
მათი თქმით, პოლიციას შეატყობინეს, თუმცა სამართალდამცველებმა სათანადო რეაგირება არ მოახდინეს. ბავშვების მშობლები სამართლადამცველებთან შეხვედრას ცდილობდნენ, რასაც ადგილზე ხმაური მოყვა.