საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ვებ-გვერდის მონაცემების მიხედვით ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 469 ადამიანი განიკურნა, ხოლ საერთო ჯამში კოვიდ 19-ი 261066-მა ინფიცირებულმა დაამარცხა.
გასული დღე-ღამის განმავლობაშ კი ინფექციას კიდევ 19 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3425-ია.
ამასთან, ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 18015 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11021 , PCR ტესტით – 6994.
დადებითობის მაჩვენებელი – დღიური – 2.2%, ბოლო 14 დღის – 2.6%, ბოლო 7 დღის – 2.4%.