ექიმი, გიორგი ღოღობერიძის განცხადებით, კოვიდინფექცია ზოგიერთი სიმსივნის დროს სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს.
როგორც ღოღობერიძე ვიდეომიმართვაში ამბობს, 61 წლის მამაკაცს, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა, კოვიდინფექციის შემდეგ, ამ ადამიანს მდგომარეობა არ დაუმძიმდა.
„რამდენიმე საათის წინ დაიდო სტატია. ბრიტანელმა [ონკოლოგებმა] ნახეს, რომ 61 წლის მამაკაცს, რომელსაც ჰქონდა სიმსივნე, კოვიდინფექციის შემდეგ, ამ ადამიანს მდგომარეობა კი არ დაუმძიმდა, პირიქით, სიმსივნე, სპონტანურად რეგრესირდა. თითქმის აულაგდა.
ამ მამაკაცს 2020 წლის თებერვალში დაუდგინდა ჰოჯკინის ლიმფომა. ამ დროს ლიმფური კვანძები ზიანდება უმთავრესად.
მას ჰოჯკინის ლიმფომას პირდაპირ მესამე სტადია დაუდგინდა ანუ ამ პაციენტს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. მამაკაცს დაახლოებით, მარტში დაუდასტურდა კოვიდი… გაწერიდან 4 თვეში ამ ადამიანის თითქმის ყველა ლიმფური კვანძი ზომაში იყო შემცირებული“.- ამბობს იორგი ღოღობერიძე ვიდეომიმართვისას.