ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარჯვენასაჭიანი მანქანები გაძვირდა

მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვამ ფასზეც იმოქმედა. როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს, იმპორტიორების ინფორმაციით, მარჯვენასაჭიანი მანქანები მოულოდნელად 10-15%-ით გაძვირდა, რადგან მოთხოვნამ იმატა. მომხმარებლებს სურთ, მარტამდე ყიდვა მოასწრონ. იმპორტიორთა ვარაუდით, მარტის შემდეგ მარცხენასაჭიანი მანქანებიც გაძვირდება, რადგან მხოლოდ ამ სახის მანქანებზე იქნება მოთხოვნა.

შეგახსენებთ, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანის აკრძალვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, მალე პარლამენტი განიხილავს.

იტვირთბა....