ადვოკატი ირმა ჭკადუა მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული სასამართლო და მართლმსაჯულება ჯერ კიდევ ძალიან შორსაა დემოკრატიული სტანდარტებისგამ.
ირმა ჭკადუა “ღამის კურიერის” ეთერში
“ძალიან არ მომწონს, როდესაც ბევრ დროს ვუთმობთ საუბარს იმაზე, თუ რა იყოს 2012 წლამდე. ყველამ კარგად ვიცით, რომ რეალურად არ არსებობდა მართლმსაჯულება, სასამართლო და ვიცით, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, ყველაფერი მიდიოდა ცარიელი ყდებით საქმეები სასამართლოში და არც ერთ მოსამართლეს კითხვა არ უჩნდებოდა თუ რატომ ჰქონდა, მაგალითად, დალურჯებული თვალები, მოტეხილი ხელი, ან ფეხი ამა თუ იმ განსასჯელის სკამზე აღმოჩენილ ადამიანებს. მოსამართლეები ცალსახად გამოიტანდნენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც დაუკვეთავდა პროკურატურა,”- აცხადებს ირმა ჭკადუა.
ადვოკატის თქმით, უპრეცენდენტო შემთხვევა იყო დაშვებული, როცა მელიას შემთხვევაში პირდაპირ ტრანსლირება მიდიოდა სასამართლო პროცესის.